Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი მოსკოვის განცხადებას სირიასთან აშშ-ის სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ პროპაგანდად აფასებს


პენტაგონმა პროპაგანდა უწოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის სირიის საზღვრებთან, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთში-იუწყება CNN.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ არ არის მზად შეასრულოს პრეზიდენტის ბრძანება მოქმედებისთვის-განაცხადა ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ერიკ პეიხონმა.

ამ განცხადებას წინ უძღვოდა ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება რუსეთის მიმართ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალებზე შესაძლო შეტევისა და მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ, თუ სირიის ლიდერი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დაბრუნების მიზნით.

ამ დღეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ს რეგიონში ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი გემები შეჰყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების „ინსცენირება“ მზადდება. ეს კი კოალიციის ძალების მიერ სირიაზე თავდასხმისთვის იქნება გამოყენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG