Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თრუსოს ხეობაში დაკავებულ 5 პირს დღეს 16 საათზე გაათავისუფლებენ


ერგნეთის საგუშაგო
ერგნეთის საგუშაგო

თრუსოს ხეობაში, საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს, 30 აგვისტოს 16 საათზე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკავებულის მამამ, შალვა მაღრაძემ უთხრა. ეს ინფორმაცია მან გორის პოლიციაში მიიღო. დაკავებულთა მშობლები და ახლობლები გორიდან მიემგზავრებიან ერგნეთის საგუშაგოსკენ, სადაც დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდებს ქართველ პოლიციელებს გადასცემენ.

5 მოლაშქრის ქართული მხარისთვის გადაცემას 29 აგვისტოს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ დაკავებულთა ახლობლები. როგორც მათ პოლიციის დეპარტამენტში განუმარტეს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სასამართლო პროცესი დასრულდა, თუმცა, საჯარიმო თანხის გადახდა ვეღარ მოესწრო. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“-ს თანახმად, 28 აგვისტოს, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG