Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ყველა, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, გვერდში ვუდგავართ გურამ კაშიას


"ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისთვის მიუღებელია ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ფეხბურთელის მიმართ. "რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა იმას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება".

გურამ კაშია უეფამ 22 აგვისტოს თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის. დაჯილდოვების ცერემონიალი 30 აგვისტოს გაიმართა. გურამ კაშია უეფას ღონისძიებას "სან ხოსეს" რიგებში გასამართი მატჩის გამო ვერ დაესწრო.

მან 2017 წელს ჰოლანდიის „ვიტესის“ რიგებში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატზე ლგბტ თემის დროშის სამკლავურით გავიდა მოედანზე. გურამ კაშიას ამ ქმედებას საქართველოში ჰომოფობიური გამოსვლები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG