Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება


საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

„პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ასევე მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეორგანიზაცია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ეფექტური მმართველობის შექმნას ემსახურება.

რეორგანიზაციის დასრულებამდე დანამატების და პრემიების გაცემა უწყებაში შეჩერდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG