Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკამენტების შეძენას პენსიონერები და შშმ პირები ფასდაკლებით შეძლებენ


ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიხედვით, სამკურნალო პრეპარატებს ასაკით პენსიონერები და შშმ პირები 50-დან 87 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძენენ. შეღავათი 23 დასახელების მედიკამენტზე 3 სექტემბრიდან გავრცელდება.

კერძოდ, ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე:
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;
– დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ;

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ;
– ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანახმად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება და 23-ის ნაცვლად, 50-60 გახდება. მისი განმარტებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შემოდგომიდან არტერიული ჰიპერტენზიის, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით გაფართვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG