Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს კვლავ სთხოვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისკანდიდატურის დასახელებას


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის გადაწყვეტილება:

„მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს.“-აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში. კოალიცია მიმართავს ასევე საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსენსუსის არარსებობის მომიზეზებით პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი, პასუხისმგებლობის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე დაკისრებაა, რასაც კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ ამ დრომდე არ იქნა უზრუნველყოფილი ფორმატი, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმებს კანდიდატის შერჩევის პროცესში, რის გარეშეც პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად.“- აღნიშნულია კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG