Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიუ-იორკ ტაიმსი": აშშ-ის სპეცსამსახურები შეეცადნენ გადაებირებინათ ოლეგ დერიპასკა


ოლეგ დერიპასკა
ოლეგ დერიპასკა

აშშ-ის სპეცსამსახურები რამდენიმე წლის წინ შეეცადნენ, გადაებირებინათ ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა. ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, 2014-2016 წლებში გამოძიების ფედერალური ბიურო და იუსტიციის სამინისტრო შეეცადნენ რუს მილიარდერთან კავშირზე გასვლას. გაზეთის ცნობით, მათ სურდათ მოეპოვებინათ ინფორმაცია აშშ-ში რუსეთის ორგანიზებული დამნაშავეობის შესახებ და რუსეთის შესაძლო ჩარევაზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება, რომ სპეცსამსახურებს სურდათ გაერკვიათ, მართლაც ჰქონდა თუ არა დონალდ ტრამპის შტაბის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს, პირდაპირი კავშირები კრემლთან. გაზეთის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლებას მოუყვა ამერიკის სპეცსამსახურებთან კონტაქტის შესახებ. დერიპასკას წარმომადგენლებს „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. აპრილში დერიპასკასა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებზე აშშ-ის სანქციები კრემლთან მისი კავშირების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG