Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხ სეტში დამარცხდა რაფაელ ნადალთან


ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალიდან გამოეთიშა ამერიკის ღია პირველობას. 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა და საკმაოდ ბევრი პრობლემაც შეუქმნა ამერიკის ღია პირველობის სამგზის გამარჯვებულს. პირველი და მეორე სეტები ბასილაშვილმა ერთნაირი ანგარიშით - 3:6 წააგო. მესამე სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა და 8:6 იმარჯვა. მეოთხეში კი მეტოქეს ოთხი გეიმი აუღო - 4:6. თამაში 3 საათი და 18 წუთი გაგრძელდა.

„რაფაელ ნადალმა გაუძლო ფიზიკურ ბრძოლას ნიკოლოზ ბასილაშვილთან, რათა მეოთხედფინალში გაეღწია“ - დაწერეს ტურნირის ტვიტერზე.

ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირის მეოთხე წრეში პირველად ითამაშა. ამერიკის კორტზე მან 180 სარეიტინგო ქულა და 266 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG