Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თინათინ ყენიამ ამის შესახებ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. დასკვნის თანახმადვე, 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსსა და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს. 51-ე სკოლის მოსწავლეები ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. 4 სექტემბერს თანამდებობა დატოვა პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

XS
SM
MD
LG