Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკისა და ტვიტერის ხელმძღვანელები კონგრესის წინაშე წარდგებიან


დღეს აშშ-ის კონგრესში ფეისბუკისა და ტვიტერის ხელმძღვანელები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ რუსეთისა და სხვათა აგენტების გასაუვნებელყოფად, რომლებიც ცდილობენ მოახლოებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენას. უკანასკნელი წლის განმავლობაში კონგრესმა მწვავედ გააკრიტიკა სოციალური მედიის კომპანიები მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ისინი ჩართული იყვნენ რუსეთის მცდელობებში, ჩარეულიყო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა მიმდინარე წლის დამდეგს 13 რუსს წაუყენა ბრალი, რომ ისინი მონაწილეობდნენ შეთქმულებაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად. მიულერის თანახმად, ეს პირები ფეისბუკსა და ტვიტერზე ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ დაპირისპირების ხელშეწყობიისკენ მიმართული ინფორმაციის გასავრცელებლად. ფეისბუკის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა, კონგრესში მოსმენამდე „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კომპანია „გამალებული შეიარაღების“ მდგომარეობაშია დახელოვნებულ ჰაკერებთან კონკურენციაში, რომლებსაც დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება სურთ.

XS
SM
MD
LG