Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში ხანძარს ებრძვიან


ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარს ებრძვიან. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ორი კერიდან ერთი უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ვერ ხდება: „ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება შვიდი ათტონიანი წყალმზიდი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG