Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ორ პირს


ტალინი
ტალინი

ესტონეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ორ პირს, რომლებიც სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბრალი ედებათ რუსეთის დაზვერვისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემაში გასამრჯელოს სანაცვლოდ. ამის შესახებ იტყობინება ესტონეთის საინტერნეტო პორტალი Delfi. პროკურატურის ცნობით, შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის ოფიცერი, მაიორი დენის მეტსავასი და მამამისი პიოტრ ვოლინი მინიმუმ 2013 წლიდან ამარაგებდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. ესტონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა რიჰო ტერასმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა მოქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა ესტონეთსა და ნატოს. გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის მოცულობა და შინაარსი ზუსტდება. პიოტრ ვოლინი საბჭოთა პერიოდში მუშაობდა სსრკ-ის კგბ-ის სასაზვრო ჯარებში, ესტონეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი - პენიტენციურ უწყებაში.

XS
SM
MD
LG