Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ტყეში ხანძრის ორი კერიდან ერთი ლოკალიზებულია


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მიმდებარე ტყეში, ხანძრის ორი კერიდან ერთი ლოკალიზებულია, ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, ატენის ხეობაში ახალი სახანძრო მანქანები შევიდნენ, რომლებიც მაღალი გამავლობით გამოირჩევიან. ატენელებმა დანახვისის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი შუადღით შეამჩნიეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. რთული რელიეფის გამო ხანძრის მეორე კერაზე მაშველები ფეხით გადაადგილდებიან. ატენელების თქმით, ფართოფოთლოვანი ტყე იწვის, თუმცა ადგილზე მისვლის შემთხვევაში ჩაქრობა რთული არ იქნება.

XS
SM
MD
LG