Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუბაიდან ნიუ-იორკში ჩაფრენილ თვითმფრინავში ასამდე ადამიანია ავად


ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში დუბაიდან ჩაფრინდა თვითმფრინავი რეისით 203, რომელშიც ასამდე დაავადებული მგზავრი იმყოფება. ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, რომელიც თვითმფრინავის პილოტს ეყრდნობა, მგზავრებს მაღალი სიცხე აქვთ და ახველებთ. თვითმფრინავი ტერმინალებისგან მოშორებით დაეშვა. კენედის აეროპორტში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. როგორც იტყობინებიან, პილოტმა თვითმფრინავის დაჯდომამდე გამოთქვა შეშფოთება ზოგიერთი მგზავრის სიმპტომების გამო. ფიქრობენ, რომ დაავადების მიზეზი შესაძლოა საკვებით მოწამვლა იყოს. თუმცა თვითმფრინავში მგზავრების ავადმყოფობის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად განიხილება გრიპიც. დუბაიდან გამოფრენილი თვითმფრინავი დაჯდა მექაში, სადაც ამჟამად გრიპის ვირუსია გავრცელებული. იმ მგზავრებს, რომლებიც თავს არ გრძნობდნენ შეუძლოდ, საშუალება მისცეს, გაეგრძელებინათ მოგზაურობა.

XS
SM
MD
LG