Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული


ატენის ხეობაში ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტარამდე ფართობი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

XS
SM
MD
LG