Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორები იმედგაცრუებული არიან ფეისბუკისა და ტვიტერის უუნარობით, წინ აღუდგნენ თავდასხმებს


ფეისბუკისა და ტვიტერის მენეჯერები ოთხშაბათს აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტს მოუყვნენ იმ ზომებზე, რომლებსაც საინტერნეტო გიგანტები მიმართავენ ამერიკის დემოკრატიაზე უცხოური თავდასხმების წინააღმდეგ. სენატორები კვლავაც იმედგაცრუებული არიან ამ კომპანიების უუნარობით, წინ აღუდგნენ ვირტუალურ საფრთხეებს. მოსმენების მსვლელობისას სოცქსელების აქციები დავარდა. ტვიტერმა ღირებულების 4,5 პროცენტი დაკარგა, ფეისბუკმა კი 1 პროცენტი. ფეისბუკის წარმომადგენლმა, შერილ სენდბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ წაშალა ასობით გვერდი და ჩანაწერი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყო ძირგამომთხრელი კამპანიის წარმოებაში. ტვიტერის გენერალურმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ თქვა, რომ უკანასკნელ ხანებში 800-მდე ანგარიში დაიბლოკა პლატფორმის სტანდარტების დარღვევისთვის. ორივე მომხსენებელმა აღიარა, რომ არასაკმარისია ზომები, რომლებსაც მათი კომპანიები ატარებენ რუსეთის სავარაუდო ძირგამომთხრელ მოქმედებებთან ბრძოლისთვის.

XS
SM
MD
LG