Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მომხდარ აფეთქებებს ჟურნალისტებიც ემსხვერპლნენ


სპორტულ კლუბში აფეთქებისას დაჭრილი ქაბულის საავადმყოფოში. 2018 წლის 5 სექტემბერი

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა ქაბულის შიიტურ რაიონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, სპორტული კლუბის დარბაზში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა, ადგილზე სამართალდამცავების და ჟურნალისტების მისვლის შემდეგ კი კლუბის მახლობლად აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. დაღუპულთა შორის არიან ავღანეთის ტელერადიო კომპანიის, „ტოლო ნიუსის“ კორესპონდენტი და ოპერატორი. ქაბულის პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია 7 სამართალდამცავი. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას უწოდა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ქაბულში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG