Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის ანონიმი თანამშრომელი ტრამპს ადანაშაულებს იმპულსურ და წინდაუხედავ მმართველობაში


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ანონიმური სტატია, რომელშიც საუბარია დონალდ ტრამპის იმპულსურ და არაპროგნოზირებად მმართველობაზე. სტატიის ანონიმი ავტორი თავს უწოდებს წევრს თეთრი სახლში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობისა, რომელიც ცდილობს პრეზიდენტის ყველაზე ცუდი იმპულსების განეიტრალებას, უმწიფარი და ზოგჯერ წინდაუხედავი გადაწყვეტილებების აღკვეთას და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას, სანამ ტრამპი არ დატოვებს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას. დონალდ ტრამპის მსგავსი ქმედებების მაგალითად სტატიის ავტორს მოჰყავს რუსეთის მიმართ აშშ-ის მკაცრი პოლიტიკა, რომელიც არ შეესაბამება პირადად დონალდ ტრამპის რბილ ტონს ვლადიმირ პუტინის მიმართ. ანონიმი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაფართოება სწორედ ადმინისტრაციის თანამშრომელთა მუშაობის შედეგია. აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას სამარცხვინო უწოდა. დონალდ ტრამპმა ტვიტერზე ჯერ დაწერა, ხომ არ არის ეს ღალატი, შემდეგ კი დაამატა, რომ თუ ეს ლაჩარი ანონიმი რეალურად არსებობს, გაზეთმა მისი ვინაობა უნდა დაასახელოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სტატიის ანონიმ ავტორს გადადგომისკენ მოუწოდა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG