Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის შტაბში პოლიციამ დააკავა რვა კაცი


ალექსეი ნავალნი და სერგეი სობიანინი, კოლაჟი
ალექსეი ნავალნი და სერგეი სობიანინი, კოლაჟი

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის შტაბში შეიჭრა პოლიცია და დააკავა რვა კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანამშრომელმა ნიკოლაი ლიასკინმა. შტაბის კიდევ ერთი თანამშრომლის, ოლეგ სტეპანოვის განმარტებით პოლიციელებმა თავიანთი ქმედება გაამართლეს იმით, რომ „იგეგმებოდა არჩევნებისათვის გარკვეული ხელშეშლა“. დაკავებულებს შორის არიან შტაბის წევრები და მოხალისეები. ალექსეი ნავალნიმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 9 სექტემბერს არჩევნების ერთიან დღეზე გამოვიდნენ და გააპროტესტონ ქვეყანაში საპენსიო ასაკის მომატება. ტელეკომპანია „დოჟდის“ თანხმად, აქცია არ იყო შეთანხმებული მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და სხვა დიდი ქალაქების ხელმძღვანელობასთან. თავად ნავალნის აგვისტოს ბოლოს 30 დღე-ღამით მიუსაჯეს პატიმრობა 28 იანვარს ჩატარებული აქციის - „ის ჩვენი მეფე არ არის“ - დროს ჩადენილი „დაღვევებისათვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG