უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ქუთაისში
ქუთაისში, გუნიას ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, კანალიზაციის მილების გაყვანასა და ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა. კომპანია „ჯეო როუდ ინვესტს“, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დაესრულებინა. გუნიას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა შესრულებულისამუშაოების ხარისხით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ მშენებლებმა ქუჩა სანიაღვრე არხების გარეშე დატოვეს, რის გამოც წვიმის დროს წყალი სახლებში შედის და ეზოები იტბორება. ამის გამო ხშირია სამეზობლო დავები. პრობლემას საკანალიზაციო მილების არარსებობაც ართულებს.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან