Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა


კახა კალაძე

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის წინ გულშემატკივარს მიმართა და გუნდის ქომაგობასთან ერთად, სიმშვიდისკენ, კონფრონტაციისა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა:

„თუ წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ - პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, არავის ეპატიება პირადისა და საერთოს ერთმანეთში არევა და მსოფლიოს ქართველმა არა შუღლი და გაუცხოება, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა უნდა დანაახოს.

კახა კალაძემ გულშემატკივრებს მოუწოდა, საქართველოს ნაკრების მაისურები ჩაიცვან და ტრიბუნებზე ქართული დროშები აფრიალონ.

9 სექტემბერს, 20 საათზე, საქართველო ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრას ლატვიის ნაკრებთან გამართავს. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონზე მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG