Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი საქართველო-ლატვიის მატჩზე


​9 სექტემბრის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით სამინისტრომ წესრიგის დაცვისკენ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მოუწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ
უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

9 სექტემბერს, 20 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრას ლატვიის ნაკრებთან გამართავს. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონზე მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG