ირანელ ქურთ მეამბოხეთა ჯგუფის სულ მცირე 11 წევრი დაიღუპა სარაკეტო იერიშისას, რომელიც განხორციელდა ერაყის ქურთისტანში. იერიშისთვის ქურთები ირანს სდებენ ბრალს. ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ იერიშის დროს მისი ორგანიზაცია შეხვედრას მართავდა პარტიის შტაბ-ბინაში კოისინჯაყში. იერიშის შედეგად დაიჭრა ასევე 30 ადამიანი. პარტიის თანახმად, ირანმა შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენა პარტიის ბაზებისა და მის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკების წინააღმდეგ. ქურთისტანის დემოკრატიული პარტია დროდადრო ირანის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებს ერაყის ტეროტორიიდან.
ერაყში სარაკეტო იერიშისას დაიღუპა ირანელ ქურთ მეამბოხეთა ჯგუფის 11 წევრი

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი