Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა გამარჯვებით გახსნა სექტემბრის ბაშო


ლევან გორგაძე
ლევან გორგაძე

ტოკიოში, დღეს დაწყებულ აკი ბაშოზე პირველი ქულა აიღო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა ოძეკიმ იაპონელ ჩიოტარიუს აჯობა და პირველი ნაბიჯი გადადგა უმთავრესი მიზნისკენ - კაჩი-კოშისკენ.

თხუთმეტტურიან სუპერტურნირზე ტოჩინოშინს მინიმუმ რვა გამარჯვება დასჭირდება, ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად. საბოლოო უარყოფითი ბალანსის - მაკე-კოშის შემთხვევაში კი ქართველი სეკიტორი სუმოს მესამე იერარქიულ საფეხურზე ჩაინაცვლებს და მომავალ ბაშოს სეკივაკეს წოდებით ჩაატარებს.

10 სექტემბერს, მეორე ტურში, ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი იუტაკაიამა იქნება, რომელსაც აქამდე ერთადერთხელ შეხვდა - მაისის ბაშოზე გამართულ ბრძოლაში ქართველმა იმარჯვა.

XS
SM
MD
LG