Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში მოყვა


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდავეთის პოლიციის ცნობით, მანქანა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს იგორ დოდონს ატარებს, ავარიაში მოყვა, ხოლო დაშავებულ მგზავრებს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოლდავეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცნობით, პრეზიდენტ დოდონის კორტეჟი საგზაო ინცინდენტში 9 სექტემბერს მოჰყვა, დედაქალაქ კიშინიოვის ჩრდილოეთით მდებარე მაგისტრალზე. თუმცა, ოფიციალურ ინფორმაციაში სხვა დეტალებზე საუბარი არ არის. „ყველაფერი კარგადაა“ - მოჰყავს დოდონის სიტყვები რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“. იგორ დოდონმა, მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი მოლდავეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა, 2016 წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში იმ ნოსტალგიის ფონზე, რაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას დაეუფლა ეკონომიკურად უფრო მდიდრული საბჭოთა ეპოქის მიმართ. დოდონმა მხარი დაუჭირა ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას რუსეთთან, თუმცა იგი აღიარებს იმ ფაქტს, რომ მოლდავეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის ევროკავშირში, მეტწილად რუმინეთში, რომელთანაც მოლდავეთს საერთო ისტორია და ენა აკავშირებს.

XS
SM
MD
LG