Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია მოსკოვში ფიზიკურად გაუსწორდა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს


ანტისამთავრობო დემონსტრაცია მოსკოვში
ანტისამთავრობო დემონსტრაცია მოსკოვში

მოსკოვში დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის წევრებს შორის. იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა აქტივისტების მიმართ გამოიყენეს უხეში ძალა. შეხლა-შემოხლა დაიწყო იმ დროს, როდესაც დემონსტრანტები პუშკინის მოედნიდან კრემლისკენ გაეშურნენ. მომიტინგეებმა პოლიციას დაუშინეს ბოთლები და შეეცადნენ ჯაჭვის გარღვევას. სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ქალი და ბავშვი. ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დაკავებულია სულ ცოტა 10 კაცი. მათ შორის ალექსეი ნავალნის მოსკოვის შტაბის აქტივისტი, ოლეგ სტეპანოვი. პოლიციელთა და დემონსტრანტების შეტაკების დროს დაშავდა ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტი. სადაოდქცეული საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციები 9 სექტემბერს რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით დააკავა სულ მცირე 291 კაცი, მათ შორის რამდენიმე ათეული ალექსეი ნავალნის შტატების თანამშრომლია.

XS
SM
MD
LG