Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 ავღანელი სამხედრო დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 9 წევრი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დასავლეთ ჰერათის პროვინციაში. გუბერნატორის პრესმდივანმა, ჯილანი ფარჰადმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ საპასუხო სროლის შედეგად ავღანელმა სამხედროებმა გაანადგურეს დაახლოებით 10 შეიარაღებული თავდამსხმელი, ხუთი - დაჭრეს. თავად ჰერათის ობას რაიონს, სადაც ექსტრემისტების თავდასხმას ჰქონდა ადგილი,- ფარჰადის თქმით, - ამჟამად მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ. მას შემდეგ, რაც 2014 წელს აშშ-მა და ნატომ ოფიცალურად დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქვეყნის არმიას და უსაფრთხოების ძალებს ძირითადად თავად უწევთ ბრძოლები თალიბანისა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახეწლმწიფოს“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG