Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნა დაარსების 70-ე წლისთავი


ჩრდილოეთ კორეაში მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღინიშნა სახელმწიფოს დაარსების 70-ე წლისთავი. თუმცა, ამჯერად აღლუმზე არ გამოუტანიათ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რის გამოც ფხენიანი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. 9 სექტემბერს დედაქალაქ ფხენიანში ქვეყნის ლიდერი კი ჩენ ინი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს სამხედრო აღლუმზე წარმოდგენილ სახმელეთო ჯარს, საარტილერიო დანადგარებს და ტანკებს. სტუმრებს შორის იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა მეგობარი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან და ჩინეთიდან. დღესასწაულზე ფხენიანში რუსეთიდან ჩავიდა დელეგაცია, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატის თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG