Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 კაცი დაიღუპა ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შედეგად


თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, შვიდი კაცი დახოცა ქაბულის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, სადაც ავღანეთის ცნობილი საველე მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის დაღუპვის მორიგ წლისთავს აღნიშნავდნენ. ქაბულის პოლიციის ცნობით იერიშის შედეგად დაიჭრა 20 კაცი. ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია. თავდასხმაზე ერთბაშად პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლა კაცი, რომელიც, სამართალდამცველთა თქმით, გეგმავდა თავის აფეთქებას მასუდის მომხრეთა შეკრების მახლობლად. აჰმად შაჰ მასუდი ავღანეთის იატაკქვეშა შეიარაღებული წინააღდეგობის ლიდერი იყო ქვეყანაშუ საბჭოთა ინტერვენციის დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში და შემდეგ, 1996-2001 წლებში, ავღანეთში თალიბების მმართველობის დროს. ეთნიკურად ტაჯიკი აჰმად შაჰ მასუდი 2001 წლის 9 სექტემბერს დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც როგორც ვარაუდობენ, "ალ-ყაიდის" თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს.

XS
SM
MD
LG