Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ერთა ლიგაზე


გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა 78-ე წუთზე.
გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა 78-ე წუთზე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და D დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოარენაზე“ ლატვიას მინიმალური ანგარიშით მოუგო. გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, პენალტით, 78-ე წუთზე.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი ქულაა. მესამე ტურის მატჩს ქართველი ფეხბურთელები 13 ოქტომბერს გამართავენ, თბილისში, ანდორის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG