Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა ჩაახშო ათობით რუსული ტელეარხის მაუწყებლობა დონბასის ტერიტორიაზე


დეპუტაი ირინა გერაშჩენკო
დეპუტაი ირინა გერაშჩენკო

უკრაინამ მოახერხა დაახლოებით ოცამდე რუსული ტელეარხის მაუწყებლობის ჩახშობა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტრილირებად დონბასის დაახლოებით 180 ქალაქსა და სოფელში. ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკით გაავრცელა ცნობა უკრაინის უმაღლესი საბჭოს, ვერხოვნა რადას დეპუტატმა, ირინა გერაშჩენკომ. მისი თქმით იგეგმება ასევე ქვეყნის აღმოსავლეთში ფმ-დიაპაზონში მომუშავე რიგი რუსული რადიოსადგურების ჩახშობაც. გერაშჩენკომ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი გახდა სპეციალური მოწყობილობა „სერპანოკის“- წყალობით, რომელიც უკრაინის არმიამ და მოხალისეებმა გამოიგონეს. ამ ზომას, დეპუტატმა უწოდა, „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საინფორმაციო ომის პირობებში.“ 2014 წელს უკრაინამ გათიშა ათობით რუსული ტელეარხის მაუწყებლობა. მიმდინარე წლის მაისში კი დაბლოკა მათი ინტერნეტ-ვერსიებიც. მაგრამ დონეცკში არსებული ტელეანძისა და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მოსკოვი ნაწილობრივ მაინც ახერხებს დაძლიოს კიევის მიერ დაწესებული მაუწყებლობის აკრძალვა აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG