Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აკრიტიკებს ჩინეთს


მიშელ ბაჩელეტი
მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა ახალმა უმაღლესმა კომისარმა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე თავის პირველ ანგარიშში განსაკუთრებით საგანგაშოდ შეაფასა ვითარება ჩინეთში. მიშელ ბაჩელეტმა, ჩილეს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ერთ დროს თავად იყო პოლიტიკური პატიმარი, ჟენევაში 10 სექტემბერს თავისი მოხსნებით გახსნა საგანგებო სესია, რომელიც სამ კვირას გასტანს. ბაჩელეტმა მოუწოდა ჩინეთს, რათა ქვეყანაში შეუშვას დამკვირვებლები, სინძიანის პროვინციაში უიღურებისა და სხვა უმცირესობებისათვის არსებულ ბანაკებში შექმნილი ვითარების შესასწავლად.

XS
SM
MD
LG