Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: სომხეთმა საქართველოსგან მიიღო ამბიციური წინადადება


მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 2018 წლის 10 სექტემბერი
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 2018 წლის 10 სექტემბერი

სომხეთმა საქართველოსგან მიიღო ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის მილიარდ დოლარამდე გაზრდის ამბიციური წინადადება - ამის შესახებ, როგორც სომხური მედიასაშუალებები იუწყებიან, პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ფაშინიანის თქმით, სომხეთს და საქართველოს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ, თუმცა, დგას ამოცანა, რომ ეკონომიკურმა თანამშრომლობამ მიაღწიოს პოლიტიკური კავშირების დონეს. ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, ამ მიზნით საქართველო და სომხეთი „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უახლოეს ხანში გაიმართება ორი ქვეყნის მთავარობათშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან ეკონომიკური „საგზაო რუკის“ შექნაზე.

XS
SM
MD
LG