Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში თეატრის ორი თანამშრომელი დააპატიმრეს შექსპირის კომედიის დადგმისათვის


ირანის ხელისუფლებამ ერთ-ერთი თეატრის ორი თანამშრომელი დააპატიმრა უილიამ შექსპირის კომედიის, „ზაფხულის ღამის სიზმრის“ დადგმისათვის. შაჰრან კარამიმ, ირანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ უთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გასცა პიესის რეჟისორის მარიამ კაზემისა და მენეჯერის, საედ ასადის დაპატიმრებაზე, 9 სექტემბრის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელებული ტრეილერის გამო. უფრო ადრე თეატრის დირექტორმა მარიამ კაზემიმ შექსპირის ფანტასტიკური რომანტიკული კომედია დაახასიათა, როგორც ცეკვის, სიმღერისა და კლასიკური თეატრის კომბინაცია. კარამის თქმით, ტრეილერმა გამოიწვია „გაუგებრობა“. კერძოდ, სოციალურ მედიაში ნაჩვენებ ვიდეოზე მამაკაცი და ქალი ერთად ცეკვავენ, რაც კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ ბრალდებულს გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 24 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

XS
SM
MD
LG