Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს გლობალურ დარღვევებზე


გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი, მიშელ ბაჩელეტი შეშფოთებას გამოთქვამს მსოფლიოში არსებულ დარღვევებზე. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წინაშე გამოსვლისას, მან ისაუბრა მოვლენებზე ჩინეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ბაჩელეტი, რომელიც ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი და ასევე ყოფილი პოლიტპატიმარია, ამ სიტყვით გამოვიდა საბჭოს სამკვირიანი სხდომის გახსნაზე, ჟენევაში, 10 სექტემბერს. მან ჩინეთს მოუწოდა ქვეყანაში შეუშვას დამკვირვებლები იმ ფონზე, როცა ვრცელდება "ღრმად შემაშფოთებელი" ცნობები უიღურების და სხვა უმცირესობების საგანგებო ბანაკებში დაკავებაზე დასავლეთის პროვინცია სინიანში. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტმა ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის დასკვნაც დიდწილად გაიმეორა ჰიუმან რაიტს უოჩმა 10 სექტემბერს - ორგანიზაციამ წარმოადგინა მტკიცებულებები, მისი თქმით "განურჩეველი დაკავების, წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ყოველდღიური ცხოვრების მზარდი კონტროლის შესახებ" სინიანის ხელისუფლების მხრიდან.

XS
SM
MD
LG