Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მმართველ პარტიას მეორე ტური უწევს ოთხი რეგიონის გუბერნატორების არჩევნებში


რუსეთის მმართველი პარტიის ოთხმა კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვება გუბერნატორების არჩევნების პირველივე ტურში და მათ მეორე ტურში მოუწევთ მეტოქეებთან დაპირისპირება. ამგვარი შედეგები დადგა 8 სექტემბერს, რუსეთის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე, იმ ფონზე, როცა პოლიციამ დააკავა ანტისამთავრობო გამოსვლების 1000-ზე მეტი მონაწილე. არჩევნები, რომელშიც რუსეთის 85 რეგიონიდან 21-ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს ირჩევნდნენ, წარმოადგენდა პირველ მნიშვნელოვან გამოცდას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ხელისუფლებისთვის, მას შემდეგ, რაც ის საპენსიო ასაკის აწევის წინადადებით გამოვიდა. პუტინმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა პრიმორსკის, ხაბაროვსკის, ხაკასიის და ვლადიმირის რეგიონების შედეგებს. "ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის შორეულ აღმოსავლეთში მეორე ტური ჩატარდება. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა" - განაცხადა მან 10 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG