Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ატარებს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ციმბირში დაიწყო სამხედრო სწავლება „ვოსტოკი 2018.“ სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობს 300 000 სამხედრო მოსამსახურე, 36 000 ჯავშანმანქანა, 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 80 გემი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „ვოსტოკი 2018“ უმსხვილესი სამხედრო სწავლებაა 1981 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი და აშშ „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მტკიცებით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებიც. „ვოსტოკი 2018“ 17 სექტემბერს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG