Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციაზე თავდასხმის შედეგად


აღმოსავლეთ ავღანეთში, სულ ცოტა, 32 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც საპროტესტო აქციაზე მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. როგორც ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დაჭრილების ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაიზრდება. თავდასხმა მოეწყო ავტომაგისტრალზე ნანგარჰარის დედაქალაქ ჯალალაბადსა და პაკისტანის საზღვრის მთავარ საკონტროლ-გამშვებ პუნქტს შორის. გუბერნატორის პრესმდივნის ინფორმაციით, აქციაზე აპროტესტებდნენ ადგილობრივი პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნას და აფეთქების მომენტში ასობით დემონსტრანტი იყო შეკრებილი. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც მოეწყო აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების მე-17 წლისათვზე

XS
SM
MD
LG