Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა არ შეიცვლება


ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება. საბჭოს სხდომაზე 11 სექტემბერს განიხილეს 2019 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების საკითხები, მათ შორის განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარება, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და ეროვნული მედეგობის გაზრდის შესაძლებლობები. საბჭოს სხდომაზე საკითხები წარადგინეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. მისივე თქმით, 2019 წელს შეიარაღებული ძალების რაოდენობა ისევ 37 000 იქნება. დავით რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ უშიშროების საბჭო სავარაუდოდ ბოლოჯერ შეიკრიბა.“უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაა. იმედია არაფერი ისეთი არ მოხდება ქვეყანაში, რომელიც იძულებულს გაგვხდის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იქნეს მოწვეული“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

ეროვნული უშიშროების სხდომა პრეზიდენტის მიწვევით გაიმართა. მის მუშაობაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

XS
SM
MD
LG