Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძე მივიდა


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. "მე აქ მოვედი როგორც კერძო პირი, რათა გამოვუცხადო სოლიდარობა შვილმკვდარ მამებს", - განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, დაუშვებელია, რასაც ხელისუფლება მიმართავს ამ ადამიანების წინააღმდეგ.
პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ მხარდამჭერებს პოლიციამ კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ზაზა სარალიძე სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებდა. დაპირისპირების შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქცია მცირერიცხოვანია, იქვე მობილიზებულია პოლიციაც.

XS
SM
MD
LG