Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი ზაზა სარალიძის კლინიკიდან გაწერის ზუსტ დროს ვერ ასახელებს


ზაზა სარალიძე აქციაზე
ზაზა სარალიძე აქციაზე

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, - განუცხადა „ინგოროყვას კლინიკის“ ექიმმა რეანიმატოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა „TV პირველს“. მისივე თქმით, პაციენტს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს და მისი კლინიკიდან გაწერის ზუსტი დროის დასახელება ძნელია.

„პაციენტის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებოა იმ კუთხით, რომ გამოხატულია გლუკოზის მომატება სისხლში, ნორმაზე მაღალ ციფრებში; ასევე არის ჰიპოვოლემიური მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს კორექციას და რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. პაციენტს ასევე ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები და ამის შემდეგ გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი“, - განაცხადა ექიმმა.

ზაზა სარალიძე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას პარლამენტის წინ კარვების გაშლა უნდოდა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. პარლამენტის წინ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ზაზა სარალიძე აქციას დაახლოებით საათ-ნახევარში შეუერთდება.

XS
SM
MD
LG