Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო მიზნით მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სააგენტო შეიქმნება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის შეიქმნება სპეციალური სააგენტო. “სააგენტოს ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, სპეციალურმა სააგენტომ უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, კონკურსის სახეობები და ა.შ.

XS
SM
MD
LG