Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ეკონომიკური გიგანტები ტრამპის სატარიფო პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვიან


დონალდ ტრამპი მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით ჩინეთიდან საქონლის იმპორტის ტარიფებზე. 2018 წ. 22 მარტი.
დონალდ ტრამპი მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით ჩინეთიდან საქონლის იმპორტის ტარიფებზე. 2018 წ. 22 მარტი.

აშშ-ის 60-ზე მეტმა კორპორაციამ გააერთიანა ძალისხმევა დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის წინააღმდეგ. როგორც როიტერსი იტყობინება, ბიზნესკოალიციაში შედიან აშშ-ის ისეთი ეკონომიკური გიგანტები, როგორებიცაა „ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი“, „ექსონ მობილი“, „შევრონი“, „მაიკროსოფტი“, „ეპლი“, „აიბიემი“, „ფეისბუკი“, „ამაზონი“ და სხვ. ისინი რვა თვის განმავლობაში არწმუნებენ თეთრ სახლს ახალი ტარიფების არაეფექტიანობაში. „ანტიტრამპისტული“ კავშირი პრაქტიკულად აერთიანებს კომპანიებს ამერიკის ეკონომიკის ყველა სექტორიდან. ახლა ამ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, რესპუბლიკელ კანონმდებლებთან მუშაობით შეაჩეროს ტრამპის პროტექციონისტული მარში.

XS
SM
MD
LG