Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თამაშის ბოლო წამზე დამარცხდა საბერძნეთთან


საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ საშინაო მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან 85:86 წააგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი სამი მეოთხედის განმავლობაში ინარჩუნებდა უპირატესობას. ბოლო ათ წუთში კი სტუმრებმა ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ისევ შეძლო ხუთი ქულით დაწინაურება, საბოლოოდ მაინც ბერძნებმა იყოჩაღეს - გამარჯვების მომტანი ორქულიანი ზედ საფინალო სირენისას ჩააგდეს და ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია, 22 ქულით და 13 მოხსნით. 17-17 ქულა ჩააგდეს ბითაძემ და ჯენინგმა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები ნოემბერში განახლდება. საქართველოს ნაკრები გუნდი 30 ნოემბერს ესტონეთს ესტუმრება, 3 დეკემბერს ისრაელს უმასპინძლებს, 2019 წლის 21 თებერვალს საბერძნეთს სტუმრად დაუპირისპირდება და 24 თებერვალს ესტონეთს მიიღებს.

XS
SM
MD
LG