რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ზედიზედ მეორე დღეს გაიმართა აქციები პრიმორიეს მხარის გუბერნატორის არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატი ანდრეი იშჩენკო, რომელიც ხმების დათვლის პროცესში თითქმის ბოლო მომენტამდე ლიდერობდა, ირწმუნება, რომ კენჭისყრა გაყალბდა მისი მეტოქის სასარგებლოდ. სამშაბათს ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ იშჩენკოს მეტოქე, მმართველი „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი ანდრეი ტარასენკო მცირე უპირატესობით იმარჯვებს. ბიულეტენების დათვლა ოფიციალურად 22 სექტემბერს დასრულდება. იშჩენკომ უკვე გამოაცხადა, რომ გაასაჩივრებს ტარასენკოს გამარჯვებას. მანვე გამოცემა „კომერსანტის“ კორესპონდენტებს უთხრა, რომ ტარასენკოს გუნდის წევრებმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც ის არ აპირებს დათანხმებას.
ვლადივოსტოკში ისევ გააპროტესტეს გუბერნატორის არჩევნების შედეგი

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი