მედეას ფარდაგები ზღაპრული ამბებით
გამთენიას, მისი ოთახიდან, ხის ჩარჩოზე დამაგრებული ძაფების ჩანგლით დაბეჭდვის ხმა გამოდის ხოლმე - მედეა იმერლიშვილი ფარდაგს ქსოვს. წინასწარ თითქმის არასოდეს იცის, რა გამოვა - კომპოზიციას ფერები კარნახობს. უკვე 20 წელია ასეა. ამ ხნის განმავლობაში 70-ზე მეტი ფარდაგი დაუგროვდა. ეს საქმე მისთვის ჰობზე მეტია. როცა არ წერს და „სიჩუმის პერიოდი“ აქვს, სიტყვები ამ ფარდაგებში გადაინაცვლებს ხოლმე და ამბების ქსოვას იწყებს. მის ფარდაგებში ძველ, ფშავ-ხევსურულ ორნამენტებსაც ნახავთ და ზღაპრულ ფასკუნჯებსაც წააწყდებით. ხშირად ბუნებრივი საღებავებით ძაფსაც თავად ღებავს, რომ განსხვავებული ფერი მიიღოს. ამის გამო რას არ ნახავთ მასთან სახლში - ბროწეულის ქერქებს, ენდროს, მოგროვილ ხახვის ფურცლებს თუ კაკლის წენგოს. როცა მის სამზარეულოში სველი შალის სუნი დგება, ეს ნიშნავს, რომ მედეამ ძაფის ღებვა დაიწყო.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"