Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები: კრისტინ ბლასი დათანხმდა სენატის წინაშე ჩვენების მიცემას


ადვოკატების თქმით, ქალი, რომელიც უზენაეს სასამართლოში დონალდ ტრამპის კანდიდატს სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს, დათანხმდა აშშ-ის სენატის წინაშე ჩვენების მიცემას. კრისტინ ბლასი-ფორდი დათანხმდა სენატის იურიდიული კომიტეტის თხოვნას მომავალ კვირაში "პირველი პირიდან მიაწოდოს ინფორმაცია ბრეტ კავანას მხრიდან სექსუალური ხასიათის არამართებულ ქცევაზე" - ეს ტექსტი მიწერა ფორდის ადვოკატმა, დებრა კატცმა სენატის შესაბამის უწყებას. ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად როდის და რა პირობებში მისცემს ჩვენებას ფორდი. მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ფორდის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები გავრცელდა, სენატის იურიდიულმა კომიტეტმა შეაჩერა კავანას დამტკიცების კენჭისყრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG