Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ქევხიშვილს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად დაბრუნება სურს


ძიუდოს ფედერაციის ექსპრეზიდენტი (2012-2018) დავით ქევხიშვილი ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 24 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისთვის პრეზიდენტობის მსურველთა კანდიდატურების წარდგენის ვადა 24 სექტემბერს ამოიწურა და ქევხიშვილმა განაცხადი ბოლო წუთებში შეიტანა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ასევე გამოთქვეს ფედერაციის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა გიორგი ათაბეგაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა, დავით ხახუტაშვილმა და ფედერაციის კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ (2011-2012).

დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა - მას შემდეგ, რაც მისი გადადგომის მსურველ ძიუდოისტებსა და ქევხიშვილის გუნდის წევრებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

XS
SM
MD
LG