Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი იზოლატორში დააბრუნეს


ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ხელმეორედ დააკავეს 24 სექტემბერს
ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ხელმეორედ დააკავეს 24 სექტემბერს

მოსკოვის სასამართლომ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის. მას ბრალი დასდეს მუხლით, რომელიც ეხება "მიტინგის ჩატარებისას მოქმედებას, ან უმოქმედობას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის, ან ქონების დაზიანება." სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ 9 სექტემბერს, მოსკოვში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორად მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ბრალდების მხარის ვერსიით, ამ აქციის მონაწილეებმა პოლიციის ავტომანქანის ზედაპირი გაჩხაპნეს.

ალექსეი ნავალნი 24 სექტემბერს დააკავეს მოსკოვის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე. ოპოზიციონერ ლიდერს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული იანვარში გამართული არასანქცირებული აქციის, „ამომრჩეველთა გაფიცვის“ გამო და პატიმრობის ვადა 24 სექტემბერს ამოეწურა. ნავალნის ხელმეორედ დაკავება კატეგორიულად დაგმეს უფლებადამცველებმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისულდეს. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პრესმდივნის, კირა იარმიშის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციული წესით უკვე მეათედ დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ 172 დღე გაატარა. ამას დაემატება 24 სექტემბერს შეფარდებული კიდევ 20 დღიანი პატიმრობა.

XS
SM
MD
LG