Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა ქვეყნებს ირანის მთავრობის იზოლირებისკენ მოუწოდა


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვის წარმოთქმისას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა მოწოდებით "ყველა ქვეყანამ იზოლაციაში მოაქციოს" ირანის მთავრობა მანამ, სანამ ის განაგრძობს "აგრესიის" პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა. მსოფლიოს ლიდერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა თქვა, ირანის ლიდერები ავრცელებენ ქაოსს, სიკვდილს და ნგრევას, "არ სცემენ პატივს მეზობლებს, საზღვრებს, ქვეყნების სუვერენულ უფლებებს. ირანის ლიდერები ქვეყნის რესურსებს აჩანაგებენ, რათა თავად გამდიდრდნენ და ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, შორს, ქაოსი გაავრცელონ". ტრამპმა ასევე თქვა, "ჩვენ მსოფლიოში ტერორიზმის უდიდეს მხარდამჭერს ვერ მივცემთ საშუალებას ჰქონდეს პლანეტის ყველაზე სახიფათო იარაღიო" და ყველა ქვეყანას მოუწოდა იზოლაციაში მოაქციოს ირანის რეჟიმი, სანამ აგრესია ვრცელდება და მხარი დაუჭიროს ირანელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი რელიგიური თუ კეთილშობილური ბედისწერის დასაბრუნებლად. ტრამპის გამოსვლის შემდეგ, ნატოს წევრი ორი ქვეყნის, თურქეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ირიბად გააკრიტიკეს ტრამპის მოწოდება ირანის მთავრობის იზოლირების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG